პროექტის განაცხადი
თემა
|
,,სად როგორ მოვიქცეთ’’
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ლ.ქიტოშვილი
|
პროექტში მონაწილენი
|
Iა კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები
|
დასაწყისი
|
21.01.2013.
|
დასასრული
|
27.02.2013.
|
ბიუჯეტი
|
საკანცელარიო ხარჯები(ფორმატის ქაღალდი, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, მარკერები,წებო)-სულ 5 ლარი
ოპერატორის ხარჯები-5 ლარი
|
რესურსები
|
ბუქი, პროექტორი; აკაკი გელოვანის ,,ცოტა რამ ქცევის კულტურაზე“, ი.ორლიკის ,,როგორ უნდა მოვიქცეთ“, იან კამიჩეკის ,,ყოველდღიური ზრდილობა“, ნ.გორდიენკოს ,,ზრდილობიანი ადამიანის მანერების შესახებ“.
|
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება
|
ადამიანის შინაგანი სამყაროს გარეგნული გამომხატველია ქცევის კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. თავაზიანი მანერების შესწავლა ყველა დროში აქტუალურია, მაგრამ რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებენ მოსწავლეები ზრდილობის წესების შეთვისებას, მით უფრო სწრაფად გამოიმუშავებენ კარგ მანერებს. კარგად აღზრდილ, კულტურულ ადამიანებად ისინი ჩამოყალიბდებიან მაშინ, როცა ეცოდინებათ, სად როგორ მოიქცნენ.
|
მიზანი
|
საკუთარ და სხვა ადამიანთა სასურველ და არასასურველ ქცევებზე მსჯელობით, ანდაზების, სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზის საფუძველზე მოსწავლეები შეისწავლიან ზრდილობის წესებს, როლური თამაშით გაითავისებენ თავაზიანი ქცევის ნორმებს, დაიხვეწება მათი მანერები და გაუმჯობესდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან.
|
განსახორციელე
ბელი ამოცანები
|
I კვირა
II –III კვირა
IV კვირა
V კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დისკუსიის, თვითშეფასების, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები.დისკუსიით, კონკრეტულ სიტუაციაში ჩაყენებით,როლური თამაშით მოსწავლეები უკეთ ჩაწვდებიან და გაითავისებენ ზრდილობის წესებს, შეისწავლიან ,,ჯადოსნურ“ სიტყვებს, დაიხვეწება მათი მანერები და გაუმჯობესდება გარშემომყოფებთან ურთიერთობა.
|
თვითშეფასება და შეფასება
მონიტორინგის ჯგუფი: ა.იმერლიშვილი
ლ.ბაცანაძე
|
|
No comments:
Post a Comment